გვახსოვდეს: პარტიებში ქალებს არ აქვთ ძალაუფლება, არც ფული და არც ისეთი შიდა დემოკრატია ყვავის, რომ მათი მონაწილეობა ღირსეულად დაფასდეს - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ქვეყანაში, სადაც ფემიციდი მძვინვარებს და ქალებს პოლიტიკაში მონაწილეობა კი არა, ხშირად განათლების და მუშაობის უფლებაც არ აქვთ - გენდერული კვოტირების გაუქმებაზე მსჯელობაც კი მავნებლობაა. ქვეყანაში ყველა პრობლემა მოგვარებულა: სიღარიბე, სასამართლო, კლეპტოკრატია და კორუფცია, ამიტომ ქალებს მივადგეთ და “ჩავჩეხოთ”. გვახსოვდეს: პარტიებში ქალებს არ აქვთ ძალაუფლება, არც ფული და არც ისეთი შიდა დემოკრატია ყვავის, რომ მათი მონაწილეობა ღირსეულად დაფასდეს".