„2020 -2023 წლებში 49 მოსამართლემ ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება 5 მლნ ლარი იყო. 2020-2023 წლებში 3 მლნ ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვს უშუალოდ დეკლარანტ მოსამართლეებს, ხოლო 2 მლნ ლარის საჩუქარი მათი ოჯახის რომელიმე წევრს - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ირკვევა, მოსამართლეების უმრავლესობა ფულს და საჩუქრებს მშობლებისგან იღებს.
„2020 -2023 წლებში 49 მოსამართლემ ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება 5 მლნ ლარი იყო. 2020-2023 წლებში 3 მლნ ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვს უშუალოდ დეკლარანტ მოსამართლეებს, ხოლო 2 მლნ ლარის საჩუქარი მათი ოჯახის რომელიმე წევრს. მოსამართლეებმა საჩუქრების 91%, დაახლოებით 4.5. მლნ ლარი ოჯახის წევრებისგან, ახლო ნათესავებისგან მიიღეს. 8%, 430 ათასი ლარი ისეთი ნათესავებისგან, რომელთაგანაც საჩუქრის მიღება კანონმდებლობით შეზღუდულია. ხოლო 1% ეს არის სხვა წყაროები. მოსამართლეებს 2.3 მლნ ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვთ ფულადი ფორმით. 2.6 მლნ ლარის საჩუქარი კი უძრავი ქონების სახით, ხოლო დანარჩენი 129.5 ათასი ლარის ღირებულების საჩუქრები, ეს არის ავტომობილები და სხვადასხვა ფასიანი ნივთები.
ალექსანდრე წულაძემ და გიორგი მიქაუტაძემ მშობლებისგან მიიღეს საჩუქრები. გიორგი მიქაუტაძემ გუშინ ძალიან ვრცელი განცხადება გააკეთა და თავს დაესხა სხვა მოსამართლეებს, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. მიქაუტაძემ ვერ დაადასტურა თუ საიდან მოიტანა 710 ათასი ლარი სახლის ასაშენებლად, ის 250 ათასი ლარი, რომელიც მან გადაიხადა ნაკვეთში. ეს სახლი მდებარეობს თრიალეთის ქედზე, წავკისში, არის 493კვ.მ ფართობის მდიდრული სახლი, 2 ათასი კვ.მ ეზოთი, ხოლო მიქაუტაძეს შემოსავალი აქვს მხოლოდ 11 ათასი ლარი.
რატომღაც აღმოჩნდა, რომ ყველა მოსამართლეს მშობლები ჩუქნიან ასიათასობით დოლარს, რომელიც რეალურად არაა დადასტურებული. ამის შემდეგ მართლა მაინტერესებს, აქვს თუ არა უფლება საქართველოს მოქალაქეს იცოდეს, როცა ადამიანს 11 ათასი ლარი აქვს ხელფასი, საიდან იშენებს მილიონობით ღირებულების სახლს; საიდან აქვს მოსამართლეს სამკაულები, რომელიც ღირს 10 ათასი დოლარი და მეტი; გვაქვს თუ არა უფლება ვიცოდეთ, საიდან აქვს მიქაუტაძეს ამხელა სახლის აშენების საშუალება; საიდან აქვს თითოეულ მოსამართლეს და მათი ოჯახის წევრებს ის უდიდესი ფულადი შემოსავალი, რომელიც მათ არ უნდათ რომ დეკლარაციაში ან შეიტანონ, ან არ შეიტანონ, ან დაადასტურონ. პირველ რიგში, კლანის წევრებმა უნდა დაადასტურონ საკუთარი შემოსავალი და მათ შორის, პირველ რიგში, მიქაუტაძემ, რომელსაც მილიონიანი სახლი და ქონება აქვს და დეკლარაციაში შეტანილი არ აქვს“, - განაცხადა დეკანოიძემ.