"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ხატია დეკანოიძე "ხალხის ძალის" ნიერ "აგენტურის შესახებ" ინიცირებული კანონპროექტის შესწორებას მოითხოვს:

ჩანაწერი კანონში.

მუხლი 1 

უცხოური ძალის აგენტად ითვლება ნებისმიერი პირი, ვინც თავს უცხოურ აგენტად წარმოაჩენს”- წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

მანამდე, ხატია დეკანოიძემ დაწერა:

რუსული, აგენტების შესახებ ახალი კანონი დაარეგისტრირეს  ივანიშვილის დეპუტატებმა, რომელიც: 
- ეხება ფიზიკურ პირებს;
- პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს;
- საბანკო სექტორს ( სესხს ვინც გასცემს) ;
- მედიას;
- ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ეს კანონი ჩათვლის აგენტად; 
- სამოქალაქო სექტორიდან ყველას.

არ ეხება
- ქველმოქმედებას ( ანუ ივანიშვილი); 
- იმ სასულიერო პირებს, ვინც კეთილსინდისიერია ( ასე წერია);

ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (5 წლით თავისუფლების აღკვეთა ფიზიკურ პირს და ჯარიმა იურიდიულ პირს) .