400 ლარიანი თუნუქის ნაგლეჯის გამო, გირაოზე უარი თქვა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ და ახალგაზრდები პატიმრობაში დატოვა - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს:
"საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის პროტესტის დროს დაკავებული ახალგაზრდების ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის სასამართლო პროცესი იყო. 400 ლარიანი თუნუქის ნაგლეჯის გამო, გირაოზე უარი თქვა მოსამართლე ნატო ხუჯაძემ და ახალგაზრდები პატიმრობაში დატოვა. ეს ის ახალგაზრდები არიან ცუდ პირობებში რომ იმყოფებოდნენ პატიმრობაში და მეც პაპუაშვილი მიკრძალავს მათთან შესვლას საპატიმროში. ამ ახალგაზრდების მარტო დატოვება არ შეიძლება!! ოჯახს უჭირს, საბა ერთადერთი მარჩენალი იყო ოჯახის.." - წერს ხატია დეკანოიძე.