პრეზიდენტის პოზიცია ევროინტეგრაციის მიმართულებით და პროუკრაინული პოზიცია, ნამდვილად არის საქართველოსთვის ამ ეტაპზე გადამწყვეტი, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილს, მე მაგალითად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატადაც დავუჭერდი მხარს თუ იქნებოდა, რეალურად დიდი ქოლგა, რომელშიც მას ექნებოდა სურვილი, რომ პოლიტიკური განაცხადი გაეკეთებინა, თუმცა საპრეზიდენტო კანდიდატად, რატომაც არა... მისი ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია ევროინტეგრაციის მიმართულებით და პროუკრაინული პოზიცია, ჩემთვის მნიშვნელოვანია და ნამდვილად არის საქართველოსთვის ამ ეტაპზე გადამწყვეტი“,- განაცხადა „ტვ პირველთან“ ხატია დეკანოიძემ.