"საშუალება არ მქონდა (ე.წ. ქოლცენტრებზე BBC-ის გამოძიება) გადაცემა მენახა. მის შესახებ ქართულ პრესაში მესმოდა... და კვლავ, ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთავრობა ანგარიშვალდებულებაში გყავდეს, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოააშკარავო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია" - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"ეს საჯარო ინფორმაციის ის ფორმაა, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომ ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება შეუძლია. მნიშვნელოვანი ელემენტია ამაში და, რა თქმა უნდა, ამ ბრალდებების მხრივ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი.

როგორც მესმის, ბატონმა კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ამ ბრალდებებს უარყოფს, ასე რომ აშკარაა, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო და იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება”, - განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, დავით კეზერაშვილმა განაცხადა - უარს ვამბობ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს

ცნობისთვის, BBC-იმ გამოაქვეყნა გამოძიება ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე, სადაც თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული, რომელსაც ქართულმა სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ექვივალენტი ლარში სასარგებლოდ გადახდა დააკისრა.