კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ბრალდებებს უარყოფს, აშკარაა, მეტი ინფორმაციაა საჭირო, იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, დაიწყება , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, კეზერაშვილთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება შეუძლია და ბრალდებების მხრივ მეტი სამუშაოა გასაწევი.

“საშუალება არ მქონდა [ქოლცენტრებზე BBC-ის] გადაცემა მენახა. მის შესახებ ქართულ პრესაში მესმოდა... და კვლავ, ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთავრობა ანგარიშვალდებულებაში გყავდეს, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოააშკარაო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს საჯარო ინფორმაციის ის ფორმაა, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომ ხელისუფლებას საკუთარი გამოძიების ჩატარება შეუძლია. მნიშვნელოვანი ელემენტია ამაში და, რა თქმა უნდა, ამ ბრალდებების მხრივ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი.

როგორც მესმის, ბატონმა კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, სადაც ამ ბრალდებებს უარყოფს, ასე რომ აშკარაა, რომ მეტი ინფორმაციაა საჭირო და იურიდიული პროცესი უნდა დაიწყოს და დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება”, - განაცხადა კელი დეგნანმა.

BBC-მ დავით კეზერაშვილის მონაწილეობით თაღლითურ სქემაზე ვიდეოვერსია გაავრცელა