აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ ცოტა ხნის წინ ვიდეოვერსიაც გაავრცელა. საუბარია იმ საგამოძიებო ფილმზე, სადაც დეტალურად ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.
ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
ტრანსნაციონალური სპეცოპერაციის ფარგლებში, ქოლ-ცენტრები დაიხურა თბილისშიც. ამ საგამოძიებო ვიდეომასალაში BBC-ის ჟურნალისტი თბილისში სპეცოპარაციას ესწრება.
როგორც ირკვევა, სპეცოპერაციის დროს, ქოლ-ცენტრის თანამშრომლები ისეთ პანიკაში იყვნენ, რომ გამომძიებლებსა და ჟურნალისტს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაუტოვეს. საუბარია ტელეფონის ნომრებზე, თანხებსა და იმ ქვეყნებზე, სადაც პენსიონერებს ატყუებდნენ.
BBC-ის მასალაზე წვდომა ამ ეტაპზე მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს აქვთ, თუმცა „ქრონიკამ“ ის უკვე მოიპოვა.
მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.