ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომით სცადა რუსული იმპერიის აღდგენა, მალე გამოჩნდა, რომ ის ძალიან შეცდა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკა და სხვა ქვეყნები ეხმარებიან უკრაინას სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვაში.
„უკრაინელი ხალხის სიმამაცემ 365 დღის განმავლობაში აჩვენა, რომ ისინი იბრძვიან მტკიცედ საკუთარი ქვეყნის დასაცავად და მზად არიან, დაიცვან თავისუფლება, დამოუკიდებლობა, კულტურული იდენტობა. ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს, ბაიდენს, საერთაშორისო პარტნიორთან და მოკავშირეებთან ერთად, ერთიანი პასუხი ჰქონდა პუტინის სასტიკ და არაპროვოცირებულ თავდასხმაზე უკრაინელი ხალხის მიმართ. ნახეთ, რომ პრეზიდენტი ახლახან იმყოფებოდა კიევში, სადაც მან თქვა, რომ უკრაინა დგას ძლიერად, უკრაინა დგას ამაყად და რაც ყველაზე მთავარია, უკრაინა დგას თავისუფალი. ეს ერთი წელი არის იმის შეხსენება, რომ ჩვენ, ყველამ მაქსიმალურად აქტიურად ვიმუშაოთ, როგორც მუშაობს ამერიკა ერთ წელზე მეტია, რომ აღადგინოს რეგიონში მშვიდობა, აღადგინოს პატივისცემა იმისა, რასაც ჰქვია სუვერენიტეტი და სუვერენული ერის მისწრაფება, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება. ეს არის საკვანძო და სწორედ ამიტომაა, რომ ამერიკა და ამდენი ქვეყანა ეხმარება უკრაინას, დაიცვას მისი სუვერენულობა, იდენტობა და თავისუფლება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.