ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა.
კალაძემ საქართველპს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია შეაფასად და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლება მოვლენებს აკვირდება, რის მიხედვითაც გადადგამს დიპლომატიურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს. მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინას უამრავი რამ აერთიანებს, მათ შორის პრობლემები და საერთო მტერი, რასაც პოლიტიკოსებმა ანგარიში უნდა გაუწიონ. „ყველას კარგად გახსოვთ ცხოვრების საუკეთესო წლები გატარებული მაქვს ამ ქვეყანაში. ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ცხოვრობს იქ და გული შემტკივა უკრაინაზე, ვგულშემატკივრობ ისევე, როგორც საქართველოს და მინდა, რომ როგორც პრობლემები, საერთო მტერი და მიზნები გვაერთიანებს, ასევე ერთიანები ვიყოთ ყველა ასპექტში, ყველა საკითხში. პოლიტიკაში ცხოვრებისგან განსხვავებით ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს, არ გამოდის ცალმხრივი პარტნიორობა და მეგობრობა, არ გამოდის ცალმხრივი ანგარიშგაწევა და თანდგომა, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, წინა პრეზიდენტის დროს, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების უკრაინაში დასაქმების ფაქტზე არ გვქონია მძაფრი რეაქცია, ვინაიდან მაშინ სააკაშვილი არ იყო მსჯავრდებული სასამართლოს მიერ. ახლა კი მისი დანიშვნა, პოლიტიკოსებსა და პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ხალხის მიერაც კი შეურაცხყოფად იქნება მიჩნეული მეგობარი უკრაინის მხრიდან“,- განაცხადა კახა კალაძემ.