დაგვისხდნენ ამ თემაზე დებატებში და ვაჩვენებთ “აგენტებზე” შინაარსიანი მსჯელობა ვის უკეთ გამოსდის - წერს პარტია "საქართველოსთვის" წევრი კახა ქემოკლიძე
"ოცნებამ ვითომ “აგენტებზე” კანონები შემოგვთავაზა! ახლა დროა ნამდვილ აგენტებზე კანონით ვუპასუხოთ! P.S. ხომ ფიქრობენ რომ “ყოჩაღები” არიან, დაგვისხდნენ ერთი ამ თემაზე დებატებში და ვაჩვენებთ “აგენტებზე” შინაარსიანი მსჯელობა ვის უკეთ გამოსდის" - წერს კახა ქემოკლიძე.
პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში აინიცირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები.