თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას - თუ ადრე ლიბერალიზმი თავისუფლებას ნიშნავდა, დღეს ამ სიტყვამ შეზღუდვისა და დევნის მნიშვნელობა შეიძინა.

კახა კალაძის განმარტებით, ლიბერალური ფაშიზმი არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია გაბატონებული.

 
„ლიბერალური ფაშიზმის მიდგომები, პოლიტიკა ერთფეროვანია. ყველგან ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ - როდესაც არასასურველ შედეგს იღებენ, მაშინვე შემოაქვთ რუსეთის თემის ნარატივი. 


პიარულად ფუთავენ სხვადასხვა საკითხს. რაც მთავარია, საზოგადოებამ იცის, რა არის ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც დღეს კაცობრიობას ებრძვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.