"ჩვენ გვჭირდება მეგობრობა, გვინდა თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი. საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა. ამ დამოუკიდებლობისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, თავი გაწირეს, სისხლი დაღვარეს და ამას სჭირდება გაფრთხილება და შენარჩუნება" -  ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში "იმედი LIVE"  განაცხადა.

"ჩვენს სუვერენიტეტს სჭირდება გაძლიერება. არავის აქვს უფლება რაღაცები გვიკარნახოს გარედან. შეიძლება ვიღაც ჩვენზე დიდი სახელმწიფო იყოს, დიდი ეკონომიკა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ტრადიციებით, კულტურით, ყველაფრით, რაც გაგვაჩნია, რამაც დღემდე მოგვიყვანა, ჩვენი სარწმუნოებით, ჩვენი ეკლესიით და ამით ვართ და არის საქართველო საინტერესო. ვფიქრობ, ევროპისთვისაც ამით ვართ საინტერესო", - განაცხადა კახა კალაძემ.