"დღეს ქვეყანას ებრძვის ბოროტი ძალა, რომელიც წარმოდგენილია ამ უსამშობლო რადიკალების, აგენტურის სახით. მათ შექმნაში ასეულობით მილიონია დახარჯული გარედან. თანხები შემოდიოდა არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით და გვეუბნებოდნენ, რომ ვითომ კეთილ საქმეებს ხმარდებოდა." - ამის შესახებ  თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“  განაცხადა.

იქიდან შეიძლება 2% გაეკეთებინათ რაიმე საქმე საჩვენებლად და ძირითადად, თანხა იხარჯებოდა აგენტურის შექმნაში, იმაში, რომ სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო. სურვილი აქვთ ხელისუფლებაში იყოს აგენტურა, იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც გარედან პატრონების დავალებებს თავჩაღუნულები შეასრულებენ. კითხვასაც კი არ დასვამენ. აგენტს არ აქვს უფლება, დასვას კითხვა - რატომ. ამ რეალობის წინაშე ვართ და სალომე ზურაბიშვილი და რადიკალები განცხადებებით აცდენილები არიან რეალობას“, - აღნიშნა კალაძემ.