მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეუთანხმებლად არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
„ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, არ იქნება არანაირი ნაბიჯი გადადგმული, ვიდრე საბოლოო შეთანხმება არ იქნება. თქვენ იცით, რომ საპატრიარქო არის დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.