ლიდერობა არ არის ის რომ მხოლოდ ვისაუბროთ იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის და ამ 9 წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ლიდერობა არის ის, რომ შენ აღიარებ გამოწვევბს, აღიარებ პრობლემებს და შენს გუნდთან ერთად თანმიმდევრულად დგამ ისეთ ნაბიჯებს, რომ აღნიშნული პრობლემები იყოს მოგვარებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში ისაუბრა.
„რა თქმა უნდა არსებობს გამოწვწვბი, ამაზე შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ. ლიდერობა არ არის მხოლოდ ის რომ ვისაუბროთ იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის და ამ 9 წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ლიდერობა არის ის, რომ შენ აღიარებ გამოწვევბს, აღიარებ პრობლემებს და შენს გუნდთან ერთად თანმიმდევრულად დგამ ისეთ ნაბიჯებს, რომ აღნიშნული პრობლემები იყოს მოგვარებული.
რაც შეეხება გამოწვევებს, მე დავიწყებდი, რომ ეს არის ავარიული შენობა-ნაგებობები, რომლებიც საკმაოდ ბევრი გვაქვს თბილისში, როგორც ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობები. გამოწვევები გვაქვს ასევე საცობების მიმართულებით, გამოწვევები გვაქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა არის ძალიან მოძველებული და კრიტიკას ვერ უძლებს, უდიდეს პრობლემას წარმოადგენს GWP-ის არსებული ქსელი.
შესაბამისად, საუბრის დასაწყისში აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როდესაც სამუშაოებით შევდივართ კონკრეტულ გამზირებზე, კონკრეტულ ქუჩებზე, რა თქმა უნდა, პირველი, რითაც ვიწყებთ, ეს არის კომუნიკაციებს მოწესრიგება და შემდეგ უკვე - საგზაო ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, გამოწვევები და პრობლემა არის იმ ოჯახების არსებობა, ვისაც ძალიან უჭირს, სჭირდება ჩვენი თანადგომა და ჩვენ, ზოგადად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდეს, ეკონომიკურად წინ წავიდეს, უფრო მეტი დოვლათი გაჩნდეს ქვეყანაში, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახები გვყავდეს ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.








