ამ ტიპის განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი უსამშობლო ადამიანები არიან, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომ ქართველებს საქართველო სამყაროს ცენტრი ჰგონია, რაც ასე არ არის.
მისივე განმარტებით, მსგავსი განცხადებების ავტორებს 26 ოქტომბერს მოსახლეობა შესაბამის პასუხს გასცემს.
„ამ ადამიანის სისულელეებზე კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს. უსამშობლო ადამიანები არიან. ეს ამ ტიპის განცხადებებიდანაც ჩანს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხზეც რა კომენტარიც გააკეთეს. სხვათა შორის, ეს ადამიანი, ნინო ლომჯარია იყო, რომ გამოდიოდა და ამბობდა, გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ჩვენს ქვეყანაშიო. მათ სამშობლოს ცნების, პატრიოტიზმის, ქვეყნის სიყვარულის, წარსულის პატივისცემის მნიშვნელობა არ იციან. ყველანაირად წყალწაღებული ადამიანები, ყველაფერზე წამსვლელები არიან. ხალხი 26 ოქტომბერს კოლექტიურ ლომჯარიებს შესაბამის პასუხს გასცემს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ნინო ლომჯარიამ განაცხადა: სამწუხაროდ, ქართველები ვართ ასეთები, რომ სამყაროს ცენტრი არის ჩვენთვის საქართველო და გვგონია, მთელი მსოფლიო პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის გარშემო ტრიალებს და ასე არ არის