პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამ ეტაპზე სანქციები არ არის - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენმა ქართულ მედიასთან განაცხადა.
"სანამ აქ ჩამოვიდოდით, ჩვენ გამოვთქვით სურვილი ბატონ ივანიშვილთან, და პასუხი იყო პრმიერმინისტრის მხრიდან, რომ ივანიშვილი იმყოფება დე ფაქტო სანქციების ქვეშ. ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არ არის.
ის ფაქტი რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არის ასე ცუდად ინფორმირებული, სამწუხაროა და გასაოცარია"(სინქორნული თარგმანი) - განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
ცნობისთვის, ჯიმ ო’ბრაიენი დღეს საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი კობახიძეს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა - გამოთქვა მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს