საოცრება თუ გინდა ესაა... როცა ქვეყნის არჩევნებია, ნაცებს მილიონზე მეტი ამომრჩეველი ჰყავთ და ოცნება უყალბებს. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ირმა ზავრადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"როცა პარტიული არჩევნები აქვთ (სასიცოცხლოთ მნიშვნელოვანი) 40000 ნაციც არ რეგისტრირდება.(ორივე კანდიდატის ერთად). ეგ როგორაა?" - წერს ირმა ზავრადაშვილი.

ცნობისთვის, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებზე 11 დღეში დარეგისტრირდა 43798 ადამიანი.