პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე "ევროპული საქართველოს" წევრი, ირმა ნადირაშვილი დაიბარეს.
ირმა ნადირაშვილის თქმით, დღის წესრიგში საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგება. "რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, გვაქვს ცუდი გამოცდილება, როცა თაროებზე იდება საქმეები წლობით და გვეუბნებიან, რომ „გამოძიება მიმდინარეობს“. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს საკითხი ასეთი ტიპის გახდეს და ერთი თვის თავზე ჩვენ შუალედურ ინფორმაციას მოვითხოვთ. თუ არ მივიღებთ, შემდეგ დავაყენებთ დღის წესრიგში საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს.",-განაცხადა ნადირაშვილმა. ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში “ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.