ხაზარაძის პარტიას 3 თუ 4% აქვს და მარგველაშვილს არანაირი შანსი არ აქვს, პირიქით, მკვდარი მკვდარს აეკიდაო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, უთავმოყვარეოებსა და უსამშობლებს გარიყული კოალიციით არაფერი გამოუვათ.
გიორგი მარგველაშვილს რა შანსები უნდა ჰქონდეს, ნუ გადამრიეთ. ხაზარაძის პარტიას 4 თუ 3 პროცენტი აქვს და მარგველაშვილს არანაირი შანსი არ აქვს. პირიქით, მკვდარი მკვდარს აეკიდაო. უავტორიტეტო პრეზიდენტები გვყავდა და ხალხს ძალით ავარჩევინეთ, რადგან მოცემულობაში სიტუაციას ასე სჭირდებოდა. ახლა თავისი მეზობლები არ აძლევენ ხმას, რა სარგებელი უნდა მოიტანოს? – არაფერი. აგროვებენ, როგორც ბაქრაძემ თქვა, ნახმარ სახეებს, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ცნობად სახეებს და იქნებ, მერე რაღაცა მიტინგებზე გამოიყვანონ. რჩევა მაქვს, ფხიზელი დადგეს. მეტი რა სხვა რესურსი აქვთ. როგორ შეიძლება უთავმოყვარეოები, უსამშობლოები, საზოგადოებისგან ყველანაირად გარიყული კოალიციით რა უნდა გამოუვიდეთ, – არაფერი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.