პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ უცხოელმა პოლიტიკოსებმაც, რომლებიც ჩამოდიან, აქეზებენ ამათ [ოპოზიციას] და მოუწოდებენ ქვეყნის მაედანიზაციისკენ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
დეპუტატი ცესკოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„ყველა ასეთ სამართალდარღვევას და ფაშისტურ, ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ გამოხტომას და ქმედებას შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს. სამართალდამცავი სისტემა მუშაობს ძალიან მაღალი, ჰუმანური სტანდარტებით და ამას ისინი [ოპოზიცია] იყენებენ სწორედ ასეთი ტიპის პროვოკაციების მოსაწყობად. პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ იმ უცხოელმა პოლიტიკოსებმაც, რომლებიც ჩამოდიან, აქეზებენ ამათ [ოპოზიციას] და მოუწოდებენ ქვეყნის მაედანიზაციისკენ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.