მიხეილ სააკაშვილი არის სასურველი ადამიანი - უკრაინაშიც მის სიაში ყოფნას, ბევრი ადამიანი ინატრებდა - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, რითაც ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ "ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს". 

„ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ერთ პარტიად ჩამოვყალიბდეთ, ერთიანი სია დავწეროთ. მიხეილ სააკაშვილი არის ის სასურველი ადამიანი, რომელიც სჭირდება ამ ქვეყანას, რომელიც სჭირდება ამ პარტიას, რომელიც სჭირდება უკრაინას და არამარტო ქვეყნის შიგნით, უკრაინაშიც მის სიაში ყოფნას ძალიან ბევრი ადამიანი ინატრებდა. ვიცი ერთი, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც დღეს არის პუტინის პირადი პატიმარი" - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.