"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მათი მხრიდან სიების ჩახსნა მოხდება მაშინ, როდესაც ამის სამართლებრივი შესაძლებლობა იქნება.

მისი განმარტებით, ისინი გამოდიან ინიციატივით, რომ ეს პროცესი ოთხივე ოპოზიციურმა ზუბიექტმა ერთდროულად, პრეზიდენტის ცართულობით გააკეთოს.

"სიების ჩახსნა მოხდება მაშინ, როდესაც ამის სამართლებრივი შესაძლებლობა იქნება. სამართლებრივ შესაძლებლობას იძლევა საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ჩავხსნით სიებს, ინდივიდუალურად ვიტყვით მანდატებზე უარს. ასევე, გვაქვს შეთავაზება, რომ ეს გაკეთდეს ერთდროულად, ოთხივე პოლიტიკური სუბიექტის მიერ, პრეზიდენტის ჩართულობით. ვეთანხმები მამუკა ხაზარაძეს, რომ ჯიუტობის დრო არ არის. კომუნიკაცია პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს შორის არის მნიშვნელოვანი, შედგება თუ არა შეხვედრა ან როდის შედგება, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

გახარიას გუნდი არ აპირებს პარლამენტისგან უფლებამოსილების შეწყვეტა ითხოვოს - ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გააკეთა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ისინი, ამ ეტაპზე, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, თუმცა მანდატებზე არც საჯაროდ უარის თქმას გეგმავენ.