ფლომასტერით პოლიტიკურ ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო როცა ქალ პოლიტიკოსს, ოთხი შვილის დედას ე.წ. სასამართლო წელიწადით და ექვსი თვით ციხეში, უშვებს, ეს არ არის სამართალი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიასთვის პატიმრობის შეფარდება არის „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
„ფლომასტერით პოლიტიკურ ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო როცა ქალ პოლიტიკოსს, ოთხი შვილის დედას ე.წ. სასამართლო წელიწადით და ექვსი თვით ციხეში, საპატიმროში უშვებს, ეს არ არის სამართალი, ეს არ არის სასამართლო სისტემა, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ. ამას სხვა ვერანაირი შეფასება ვერ ექნება“, – განაცხადა კუპრაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მანამდე სასამართლომ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. ელენე ხოშტარია საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებდა, თუმცა ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.







