მე-10 მოწვევის პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი კოვზანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტის მანდატი იმის გამო დატოვა, რომ დაუბრუნდეს საბანკო-საფინანსო და სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობას.

"ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო!


მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტში შვიდწლიანი დინამიური და გამოწვევებით აღსავსე მუშაობის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარლამენტის წევრის და შესაბამისად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.


ჩემი ხელმძღვანელობით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარტნიორ ინსტიტუციებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად წარმატებით განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმა, როგორც ფისკალური ასევე მონეტარული მიმართულებით. დაწესდა ადექვატური ზედამხედველობა ბიუჯეტურ პროცესზე და სახელმწიფო ფინანსების მიზნობრივ გამოყენებაზე. კომიტეტის აქტიური მონაწილეობით მიღებულია მნიშვნელოვანი კანონები, როგორც საბანკო და სადაზღვევო სისტემებში ჯანსაღი კორპორატიული მართვის დანერგვისა და გაძლიერების, ასევე ადექვატური საბანკო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით.
მიუხედავად უამრავი გამოწვევისა (გარე და შიდა შოკები, პანდემია, რეგიონში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები, ინფლაციური პროცესები და სხვა)


ქვეყანაში, დღეისათვის, შენარჩუნებულია მაკრო-ეკონომიკური მდგრადობა, საბანკო სექტორის სიჯანსაღე და მაღალი ლიკვიდობა, ბიუჯეტის დეფიციტი კონტროლს ექვემდებარება, ლარის კურსი სტაბილურია.
სისტემური რეფორმების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების: სავალუტო ფონდის(IMF), მსოფლიო ბანკის(World Bank), ევრობანკის(EBRD), IFC, USAID, KFW და სხვა დონორების მუდმივი მხარდაჭერა, რისთვისაც მინდა მადლობა ვუთხრა მათ.
საპარლამენტო მუშაობის დასრულების შემდეგ, ვაპირებ დავუბრუნდე საბანკო-საფინანსო და სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობას.
და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კოლეგებს პარლამენტში მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის.
პარლამენტს  და კოლეგებს ვუსურვებ შემდგომ ნაყოფიერ საქმიანობას და წარმატებებს!


Dear friends and colleagues!
I want to let you know that after a 7 year dynamic and quite challenging working period, I have decided to leave the mandate of a member of the Parliament and consequently resign from the position of the chairman of Finance and Budget Committee.
Under my management, Finance and Budget Committee in close and fruitful co-operation with partner institutions has managed to implement a number of important and fundamental reforms in fiscal as well as in monetary spheres. At the same time, an adequate supervision has been determined on both entire state budget process and expedient public expenditures. With an active participation of the Committee, a number of important laws and systemic reforms were adopted in banking as well as in insurance systems where sound corporate governance principles and adequate supervision have been introduced and strengthened.
Despite quite a number of challenges (external and internal shocks, pandemic, ongoing full scaled war in the region, inflation process, etc), nowadays, in the country macro stability is secured, banking sector is sound reflecting high and strong liquidity position, budget deficit is under control and national currency is stable.
Fulfilment of systemic reforms would have not been possible without permanent support of partner International Financial Institutions such as IMF, World Bank, EBRD, IFC, USAID, KfW and other donors.
I’d like to express my deep gratitude towards IFI’s and donors for supporting us.  I intend to return to banking-finance and scientific-academic activity once my parliamentary work is  accomplished
Finally, I’d like to thank my colleagues at the Parliament for supporting and backing me. I wish  further fruitful activity and success to the Parliament and my colleagues!" - წერს ირაკლი კოვზანაძე