ყველამ იცის, დიმა ჩიქოვანი რასაც აფინანსებს და როგორც აფინანსებს. ის არის შავი ფულის ერთ-ერთი მთავარი განმკარგავი. ეს შავი ფული თავის დროზე წაღებული აქვს კეზერაშვილს ქართული ჯარის, ბიზნესის რეკეტის ხარჯზე და ახლა ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისვე თქმით, არასწორ საქმეშია ჩართული ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თსუ-ში კეზერაშვილის შავი ფულით აწყობს პროტესტს.
„ახალგაზრდებს უწოდებენ, სინამდვილეში, თსუ-ში მოსული იყო 36 წლის ლგბტ აქტივისტი. ნებისმიერი ასეთი ადამიანი, რომელიც თსუ-ში მოდის და კეზერაშვილის შავი ფულით აწყობს პროტესტს, უბრალოდ, არასწორ საქმეში არის ჩართული. იმედი მაქვს, ეს ადამიანები გამოსწორდებიან და სწორ გზას დაადგებიან. ეს არის ჩემი სურვილი. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.