17 ივნისს გავრცელდა ვიდეო კადრები, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო გადაღებული.
კადრებში ჩანს და ისმის ხმაური აუდიტორიაში, სადაც“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ლექციას ატარებს. ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, სიტყვიერი შელაპარაკება კი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
როგორც "აიპრესს" განუცხადეს, თსუში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.