"დროას" ლიდერ ელენე ხოშტარიას აქვს თავისი კომპლექსი რუსულ რუბლებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე უნდა, რომ სხვა მიმართულება მისცეს რუსულ რუბლებს, მაგრამ რუსულ რუბლებს საქართველოში აქვს ერთი მიმართულება - ეს არის ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიში - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, როგორც თსუში მოწყობილი პროვოკაცია, გუშინდელი პროვოკაცია ექვემდებარებოდა საერთო კოორდინაციას. ეს იყო კოორდინირებული კეზერაშვილის ცოლის ძმის, ჩიქოვანისა და ელენე ხოშტარიას მიერ - 

"როდესაც შშმ ბავშვებს იყენებ კოორდინირებული პოლიტიკური პროვოკაციის მოსაწყობად, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, კატეგორიულად მიუღებელი.  გუშინვე ვთქვით, რომ, როგორც თსუში მოწყობილი პროვოკაცია, გუშინდელი პროვოკაცია ექვემდებარებოდა საერთო კოორდინაციას. დამატებითი ინფორმაცია მოვიძიეთ ამასთან დაკავშირებით და გამოიკვეთა ორი მიმართულება. ეს იყო კოორდინირებული კეზერაშვილის ცოლის ძმის, ჩიქოვანისა და ელენე ხოშტარიას მიერ. 


ხოშტარიას აქვს თავისი კომპლექსი რუსულ რუბლებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე უნდა, რომ სხვა მიმართულება მისცეს რუსულ რუბლებს, მაგრამ რუსულ რუბლებს საქართველოში აქვს ერთი მიმართულება - ეს არის ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიში. 5 მილიონი რუბლი ჩაერიცხა ცოტა ხნის წინ ხოშტარიას და ამ დღეებშიც გრძელდება თანხების მიღება, ოჯახი ეძებს ბათუმში ბინას, თბილისის შემოგარენში მიწას და ა.შ. რუსული რუბლებით ისინი ამდიდრებენ საკუთარი უძრავი ქონების ჩამონათვალს.  აქვს კომპლექსი, აქედან გამომდინარე, ამას უკავშირდებოდა ერთი და იგივე კუპიურები, რომელიც ვიხილეთ თსუში და საქართველოს პარლამენტში. ეს იყო კეზერაშვილის და ხოშტარიას ერთობლივი ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც ეკუთვნის გუშინდელი პროვოკაციის ავტორს და თსუში მომხდარი პროვოკაციის ერთ-ერთ თანამონაწილეს. ეს არის უბრალოდ ძალიან ბინძური პროვოკაცია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ