ვინც გააპროტესტა ან გააპროტესტებს ამ კანონპროექტს, რომელიც უკავშირდება შეკრებებისა და მანიფესტაციების მოწესრიგებას, ყველა არის რევოლუციური სცენარის მხარდამჭერი, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილს ისედაც ჰქონდა გაცხადებული, რომ არის რევოლუციის მხარდამჭერი. ყველა სხვა, ვინც გააპროტესტებს ამ კანონს პირდაპირ აღიარებს იმას, რომ მათ სურთ რევოლუცია ამ ქვეყანაში. ჩვენ გვსურს სიმშვიდე. ქართულ საზოგადოებას და ხელისუფლებას გვსურს სიმშვიდე და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სიმშვიდე იყოს უზრუნველყოფილი და ეს კანონპროექტი ზუსტად ამ მიზანს უკავშირდება“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ვეტო დაადო "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს