ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხაზგასმა ხდება იმ მემკვიდრეობის, რომელიც ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე UNESCO-ს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შევიდა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ირაკლი კობახიძემ პროცესში ჩართულ ყველა უწყებას მადლობა გადაუხადა.
„განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. რამდენიმე უწყება იყო ჩართული. მადლობა ყველას, ვინც უზრუნველყო საბოლოო ჯამში ამ გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ხაზგასმა ხდება იმ მემკვიდრეობის, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.









