კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება, გასხვისდეს იმისთვის, რომ იგივე ფასად ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების მშენებლობა, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ზოგიერთი სამთავრობო შენობის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, არსებობს გეგმა, რომ კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება, გასხვისდეს, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას.
„ჩვენი საჯარო მოსამსახურეებისთვის შრომის პირობები ხშირ შემთხვევაში არ არის სათანადო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ზოგადად ასეთი გეგმა, ჯერ დაზუსტებული არ არის, რომელ უწყებებს შეეხება, კონკრეტული უწყებების შენობები შეიძლება, გასხვისდეს იმისთვის, რომ იგივე ფასად ჩვენ შევძლოთ ახალი შენობების მშენებლობა, რაც ორმაგად უზრუნველყოფს ეკონომიკურ აქტივობას. ერთი მხრივ, ეკონომიკური აქტივობა იქნება ახალი შენობების მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას და მეორე მხრივ, საინვესტიციო მიზნებით როცა მოხდება კონკრეტული ადმინისტრაციული შენობების გასხვისება, ესეც შეუწყობს ხელს ეკონომიკურ აქტივობას, რომ ნულოვანი მდგომარეობიდან ჩვენ ორმაგი ეკონომიკური აქტივობა წავახალისოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.









