სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, ტომაშ ტარაბასთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. 

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრაზე ისაუბრეს საერთო ინტერესის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე. 

 „მსოფლიო ურბანული ფორუმის ფარგლებში, შევხვდი სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, ტომაშ ტარაბას. ხაზი გავუსვით საქართველო-სლოვაკეთის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, საერთო ინტერესის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის“, - წერს ირაკლი კობახიძე.