რადიკალურ ოპოზიციას არაფრის რესურსი აღარ აქვს, არც რადიკალიზაციის, არც არჩევნებში მონაწილეობის მიღების, აქამდე მიიყვანეს საკუთარმა პატრონებმა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"გუშინ, როგორც ჩანს, მაინც ჰქონდათ იმედი, რომ ცოტა მეტი ადამიანი მივიდოდა, ამ შემთხვევაში შესაძლოა, ცოტა უფრო ომახიანი ყოფილიყო ზურაბიშვილის გამოსვლა, თუმცა 3000 კაცის ფონზე მას გაუჭირდა რაიმე ღირებულის თქმა. ეს არის რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა, არაფრის რესურსი არ აქვთ, არც რადიკალიზაციის, არც არჩევნებში მონაწილეობის მიღების, არაფრის რესურსი აღარ აქვთ, აქამდე მიიყვანეს საკუთარმა პატრონებმა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.