„ქვეყნისთვის და გუნდისთვის პრინციპულ მომენტში მაშინდელმა პრემიერმა სამწუხაროდ უღალატა არა მარტო გუნდს, არამედ ქვეყანას და გადადგა ძალიან მძიმე ნაბიჯი. მანდ დატოვა პოსტი გაუგებარი მიზეზით და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო პროცესების წარმართვა. საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლიდან გუნდი პირიქით, კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდა“, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლიმ კობახიძემ გადაცემაში "იმედის ქრონიკა" განაცხადა.
"ამ შეთანხმების რეალური მიზანი იყო ხელისუფლების ცვლილება ხალხის ნების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, ჩვენ მოვახერხეთ სწორად ლავირება. ხელი მოეწერა ისეთ ვერსიას, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები იყო, თუმცა ამის შემდეგ, როდესაც „ნაცმოძრაობამ“ და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი არ მოაწერეს ჩვენს მიერ გაფორმებულ შეთანხმებას, უკვე მოხდა მისი ანულირება, რაც ახლაც ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად იყო ძალიან სწორი და უალტერნატივო ნაბიჯი. საბოლოო ჯამში, ჩვენ 2021 წელს, მიუხედავად ძალიან ბევრი სირთულისა, მოვახერხეთ ყველა პრობლემის დაძლევა და საბოლოო ჯამში დავამშვიდეთ ქვეყანა, დავამშვიდეთ პოლიტიკური პროცესი. მოვახერხეთ ის, რომ ოპოზიციას მოუწია პარლამენტში შემოსვლა. პოლარიზაციის ხარისხი შემცირდა ამ პერიოდის განმავლობაში და ამაში ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა“, - განაცხადა კობახიძემ