„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ჩვენთან საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური პარტიული სისტემა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო მთავარი დაბრკოლება ქვეყნის განვითარების გზაზე.

„ნაციონალური მოძრაობაში“ მიმდინარეობს ძალიან კარგი პროცესი, რომელიც ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებას. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჯერ ცხრა წელი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, შემდეგ ოპოზიციაში, ეს პარტია იყო მთავარი დაბრკოლება ქვეყნის განვითარების გზაზე. შესაბამისად, „ნაცმოძრაობის“ დაშლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რათა ჩვენთან საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური პარტიული სისტემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.