თავისი ხელით მოიჭრა თავი ხაბეიშვილმა, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ, აშშ-ში გადაღებულ ლევან ხაბეიშვილის ერთ-ერთ ფოტოს, რომელსაც „ინსტაგრამზე“ ატვირთვის დროს თავები ჰქონდა გადაჭრილი.
მისივე თქმით, არანაირი ამერიკული ვოიაჟი ლევან ხაბეიშვილს არ უშველის.
„ყველამ იცის, ვინ არის ხაბეიშვილი. ის არის უბრალოდ სიმბოლო იმ პროცესისა, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობის“ დაშლა. რაც არ უნდა ამერიკაში გაემგზავროს ხაბეიშვილი, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი გაგრძელდება, რაც ძალიან კარგია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.