თუ ევროკომისარი დაგვისვამს კითხვას „გვინდა თუ არა კანდიდატის სტატუსი“, ჩვენი პასუხი იქნება „დიახ, გვინდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. 

ასე კობახიძე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც, ევროკომისარი ჟოზეფ ბორელი გეგმავს პირდაპირ დაუსვას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს კითხვა იმის შესახებ, უნდათ თუ არა სტატუსის მიღება.

„რა თქმა უნდა, ასე მარტივად არ საუბრობენ არც ევროკომისრები და არც ხელისუფლების წარმომადგენლები. კომისარი ბორელი ჩამოდის იმისთვის, რომ სიღრმისეულად განვიხილოთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას და ზოგადად ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ველოდებით საინტერესო დისკუსიებს. უმაღლეს დონეზე შედგება შეხვედრები, მათ შორის ტექნიკური საკითხებიც იქნება განხილული ამ შეხვედრებზე და ესეც შექმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენ დეკემბერში მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. კიდევ ერთხელ ვიტყვით, იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი ყველა თვალსაზრისით“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი საქართველოში დღეს ჩამოდის