საქართველოს მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად ვულოცავ ნარენდრა მოდის ინდოეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის ბოლო წლებში განვითარებული ურთიერთობები საფუძველს უქმნის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას.
„საქართველოს და ინდოეთს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში განვითარდა, რაც საფუძველს უქმნის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას. წარმატებებს ვუსურვებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრს მის მნიშვნელოვან საქმიანობაში და ველოდები თანამშრომლობას ორმხრივი ინტერესის სფეროში არსებულ საკითხებზე“, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.