ბოლო 2.5 წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 5 მლრდ აშშ დოლარი, რაც გვაძლევს ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, არსებული პროგნოზით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, ქვეყანაში, დამატებით, 9 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება მოზიდული.
„არსებულ ტენდენციებს შევინარჩუნებთ, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ გაიზრდება ინვესტიციებიც ჩვენს ეკონომიკაში და ჩვენი პროგნოზია ის, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში, დამატებით, 9 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება მოზიდული. უშუალოდ ამისთვის ახლაც მიმდინარეობს სამუშაოები, უახლოესი კვირების განმავლობაში არის დაგეგმილი კონკრეტული ხელშეკრულებების გაფორმება, რომლითაც მრავალმილიარდიანი ინვესტიციები შეიძლება იქნეს მოზიდული,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.