„რამდენიმე ორ და სამპროცენტიანი ოპოზიციური პარტია იქმნება, რაც კარგ სურათს გვაძლევს. საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანაა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება და პროცესები, რომლებიც ვითარდება, ვგულისხმობ ორ და სამპროცენტიანი პარტიების შექმნას, გვიზრდის შანსებს, რომ ვიყოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში." - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას შესაძლო გაერთიანების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
" აქედან გამომდინარე, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ჯერჯერობით ტენდენცია კარგია, არაერთი ორ და სამპროცენტიანი პარტია იქმნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასეთ შემთხვევაში, მეტი ხმა დაიკარგება ოპოზიციურ ფლანგზე, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.