„გირჩი“ არის ზუსტად ის ორგანიზაცია, რომელიც დეზერტირობაში ფულს იღებდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ვინმეს უნდა იარაღთან მოპყრობის სწავლა და მსგავსი ტიპის ტრენინგების გავლა, ამისთვის შესაბამისი დაწესებულება არის თავდაცვის სამინისტრო.
„რეალურად, იარაღის გამოყენება, თუ ამის სურვილი გაქვს, უნდა ისწავლო სამხედრო სამსახურში. არსებობს თავდაცვის სამინისტრო, სავალდებულო სამხედრო სამსახური და თუ ვინმეს უნდა იარაღთან მოპყრობის სწავლა და მსგავსი ტიპის ტრენინგების გავლა, ამისთვის შესაბამისი დაწესებულება არის თავდაცვის სამინისტრო. თუმცა „გირჩი“ არის ზუსტად ის ორგანიზაცია, რომელიც დეზერტირობაში იღებდა ფულს, ამაში ოფიციალურად აკეთებდა ფულს. შესაბამისად, გამოდის, რომ ქვეყნის თავდაცვის მიზნით არ ხდება იქ ადამიანებისთვის ტრენინგის ჩატარება იარაღის გამოყენებაში. როგორც ჩანს, სხვა მიზანია. თუ დავაკვირდებით აქციების სულისკვეთებას, რაშიც „გირჩის“ წარმომადგენლები ძალიან აქტიურ როლს ასრულებდნენ, შესაძლოა, კონკრეტული ეჭვები გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზნით ხდება ამ ადამიანების დატრენინგება. ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ზოგადად, რა ესაქმება პოლიტიკური პარტიის ტრენინგებთან იარაღის გამოყენებას, ეს აბსოლუტურად გაუგებარია. როდესაც ამას უკავშირდება უცხოური დაფინანსება, ეს კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია. ამიტომ ალბათ, ჩაღრმავება სჭირდება ამ საკითხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.