ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას. ნატო-ს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი, ამიტომ არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველომ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს ამერიკული ბაზის გახსნაზე უარი უთხრა.
მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაციის წყარო არასერიოზული.
„წყარო ვინ არის ამ ინფორმაციის? ეს ხომ არასერიოზულია. წყარო როცა არის ვიღაცის სახელი და გვარი, ეს უკვე სასაცილოს ხდის ინფორმაციას. ერთადერთი, რამაც შეიძლება, საქართველოს მისცეს უსაფრთხოების გარანტია არსებულ ვითარებაში. ეს არის ნატო-ს წევრობა. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს იცავს სწორედ ნატო-ს ქოლგა. არავითარი ბაზა არ არის ზოგადად უსაფრთხოების გარანტი. ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას? ნატო-ს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი. ამიტომ არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.