ჩვენ არ გაგვიჭირდა ფაქტების დადება და ფაქტებით დავადასტურეთ, რომ არათუ კამიტი, არამედ არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, იყო მარტივი გათვლა  – ეს ინფორმაცია უნდა გავრცელებულიყო „ბიბისის“ მიერ, შემდეგ შესაბამისი ჩანაწერები მოხვედრილიყო კონკრეტულ საერთაშორისო დოკუმენტებში.

„იმთავითვე განწირული იყო ეს ყველაფერი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გაგვიჭირდა ფაქტების დადება და ფაქტებით დავადასტურეთ, რომ არათუ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული. მარტივი გათვლა იყო – ეს ინფორმაცია უნდა გავრცელებულიყო „ბიბისის“ მიერ, შემდეგ შესაბამისი ჩანაწერები უნდა მოხვედრილიყო კონკრეტულ საერთაშორისო დოკუმენტებში, რაც ვიხილეთ კიდეც. წინასწარ რაც დავაანონსეთ, ის ვიხილეთ კიდეც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.