აგენტურული ქსელი 26 მაისზე რომ საუბრობს, ეს ხომ მათ სახეზე მეტყველებს, მათთვის თავისუფლება და დამოუკიდებლობა მიუღებელია, რადგან ასეთი არასოდეს ყოფილან, არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, რადიკალიზაციის დავალება მოუვიდათ და ამ ყველაფერზე საუბარი ერთხმად დაიწყეს.
„ზარქუას მონები და უზრდელები მიუვარდნენ, „მრისხანე“ გედევან ფოფხაძეც ვნახეთ, რომელიც რადიკალიზაციაზე საუბრობდა. თურმე, ეს დღე უნდა ჩაიშალოს. მათი მიზანია, დაპირისპირებაში შევიდნენ და სისხლიანი რეჟიმის საპირწონე კადრები დადგან. ეს ჩვენს მორალში არ ჯდება და მცდელობის მიუხედავად, აქამდეც ვერ მოახერხეს და ისევ ვერ მოახერხებენ. მათმა დავალების მიმცემებმაუნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და პროვოკაციისა და დესტრუქციის უფლებას არავის მისცემს, რასაც ეს მავნებლები 26 მაისს გეგმავენ“, – განაცხადა კირცხალიამ.
ოპოზიციონერმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ რადიკალიზაციის და პიკეტირების მომხრეა – „სხვას ვერ მოვუწოდებთ, მსხვერპლად იქცეს, მაგრამ, ვისაც მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ბედი წყდება, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“.