საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაროკოს მოსახლეობას მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო სამძიმარს უცხადებს.
“გულითად თანაგრძნობას ვუცხადებ მაროკოს მოსახლეობას საშინელი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო.
სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს.
გლოვის ამ მძიმე წუთებში სოლიდარობას ვუცხადებთ მაროკოს სამეფოს მთავრობას”, - წერს პრემიერი “ტვიტერზე”.
ცნობისთვის, მაროკოში, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, 300-მდე ადამიანი დაიღუპა