მაროკოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.
დაღუპულია 300-მდე ადამიანი, საავადმყოფოში კი 200 პირი გადაყვანილი.
სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 19 წუთის შემდეგ კი, ძლიერი განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა.