ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ევროკომისარს საშინაო საკითხებში, ილვა იოჰანსონს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი საკითხი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი და ამ პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.
მინისტრმა ევროკომისარს გააცნო ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების გზაზე მიღწეული წინსვლა და ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რასაც ქვეყანამ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდგომ, საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების კუთხით მიაღწია.
აქვე, მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების სრულად განხორციელების მიმართ და იმედი გამოითქვა, რომ ევროკომისია სათანადოდ შეაფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას.შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევა და პოზიტიურად შეფასდა საქართველოსა და ევროკავშირის სააგენტოებს შორის, როგორებიცაა - EUROPOL და Frontex, თანამშრომლობის დინამიკა.შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურეს.