ჩემი აზრით, სატრანსპორტო პოლიტიკას ყველაზე მეტად უხდება დევიზი - "თბილისი - წვალებით სავსე ქალაქი." ამას მე მგონი, არავინ არ უარყოფს, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" საუბრობს. 

„თქვენ იცით, რომ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დევიზი იყო "თბილისი - სიცოცხლით სავსე ქალაქი". ჩემი აზრით, სატრანსპორტო პოლიტიკას ყველაზე მეტად უხდება დევიზი - "თბილისი - წვალებით სავსე ქალაქი." ამას მე მგონი, არავინ არ უარყოფს. მაგალითად, სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარე, ბატონი ობგაიძე, ამასწინათ საკრებულოს სხდომაზე ღიად საუბრობდა, რომ 700 ათასი მანქანა დადის თბილისში და 30 ათასი საპარკინგე ადგილიაო, არაფერი არ ეშველება ამასო, ტყუილად ლაპარაკობთ, არაფერი არ ეშველებაო. ამას დასძინა ქალბატონმა ნინო წილოსანმა, რომ ჩვენ ჯარიმები იმიტომ შემოვიღეთ, რომ ხალხი გადავსვათ მანქანებიდან ავტობუსებში და "მარშუტკებშიო". ბატონმა შალვამ ასევე ბრძანა, რომ ჩვენ ამისთვის ჩამოვიყვანეთ 18-მეტრიანი, 10-მეტრიანი, 11-მეტრიანი ავტობუსები, "მარშუტკები" და ა.შ.

აქედან მინდა აზრი შევკრა. წარმოიდგინეთ, გაქვთ 30 ათასი ადგილი და 700 ათასი მანქანა, ჯარიმებს ზრდი, იყო 10 ლარი და გახდა 50 ლარი. ეს თავისი შინაარსით, არის დარღვევის გამო გამოწერილი თუ ეს არის ხაფანგი? რომ შენ, ხელი გაქვს ჩაქნეული რომ საპარკინგე ადგილები ოდესმე გამოგივა და გააკეთებ და ხარ ადამიანების გამოჭერაზე. მდიდრებს ეს არ უჭირთ. ბატონი კახა შეიძლება არ სარგებლობს "სუსლაინებით", მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველას ესმის სიტყვა "ნარუშილოვკის" მნიშვნელობა და ყველას გვესმის, რომ არსებობენ ამ ქვეყანაში მანქანები, რომლებიც დადიან ყველგან, დგანან ყველგან, მათ არავინ არ აჯარიმებს, მაგრამ ეს გაჭირვებული ხალხი, რომელიც მანქანით დადის, მუშაობს, შრომობს. იმის გამო, რომ 30 ათასზე მეტი ადგილი არ არის, რომელიც კომუნისტებმა მემკვიდრეობით დაგვიტოვეს, არც იქმნება, თუ არ მცირდება მისი რაოდენობა, თურმე ხალხს გადავსვამთ „მარშუტკებში“ და ეს არის სიკეთით სავსე ქალაქის ქმედება." - აცხადებს იაგო ხვიჩია.