პაკისტანელ და ინდოელ კურიერებს რომ ებრძვიან, ეს არის აბსურდის უკიდურესი შემთხვევა, ლეგალურად უნდა შემოვუშვათ, ყველას უნდა მისცეთ მუშაობის უფლება რომ მოგვემსახუროს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას თქმით, მისი სურვილია, რომ საქართველოში ხალხი შემოდიოდეს იაფფასიანი და მძიმე ფიზიკური სამუშაოსთვის.

„ჩვენი მთავრობა ხშირად დადის დუბაიში, ვინც დუბაიში დადის ეცოდინება, რომ დუბაიში იაფფასიან ფიზიკურ სამუშაოზე არაბები არ მუშაობენ. იქ მუშაობს ხალხი, რომელიც დუბაიში ჩადის სამუშაოდ. მე მინდა, რომ ასეთი იაფფასიანი სამუშაოსთვის და მძიმე ფიზიკური სამუშაოსთვის შემოდიოდეს საქართველოში ხალხი, რომელიც მოგვემსახურება, მუშაობდეს ჩვენთვის. მათ არ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური უფლებები, ლეგალურად უნდა შემოვუშვათ, ყველას უნდა მივცეთ მუშაობის უფლება, რომ მოგვემსახუროს. მათთან ბრძოლა საჭირო არ არის და ქართველებს არ უნდა ვუთხრათ ტყუილი. ტყუილი არის ის, რომ მომავალი არის კურიერობაში, ცოტა ხანში გამოჩნდება დრონები, რომელსაც გამოიძახებთ და მოგიტანთ საჭმელს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.